|
2025-02-12 13:10:41, 1441 ნახვა
რეგიონი
თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს
თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს - ამის შესახებ ალექსანდრე მელიქიძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც მელიქიძის პოსტიდან ირკვევა, ცენტრის ერთ-ერთ თანამშრომელს შრომითი ხელშეკრულება არ გაუგრძელეს მელიქიძის მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული პოსტის მოწონებისა და პირად გვერდზე გაზიარების გამო - "ამ პირობებში, არანაირი მორალური უფლება არ მქონდა, ხელი მომეწერა ჩემს შრომით ხელშეკრულებაზე" - დაწერა ალექსანდრე მელიქიძემ. "მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო, ჩვენს ერთ-ერთ საუკეთესო თანამშრომელს მარიამ ჩარკვიანს, რომელსაც არ გაუგრძელეს შრომითი ხელშეკრულება. მისი აქტიური ჩართულობით ხორციელდებოდა აბსოლუტურად ყველა აქტივობა მუზეუმში. სექტემბერში, როცა თავისი ნებით მიდიოდა სამსახურიდან, ჩემი დაჟინებული თხოვნით დარჩა, რათა ბოლომდე მიგვეყვანა წამოწყებული საქმეები. მისი განთავისუფლების არანაირი საფუძველი არ არსებობდა. თუ ჩემი პოსტის (ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით) გაზიარება მის პირად გვერდზე (არასამუშაო საათებში) და "ლაიქი", "წონადი" არგუმენტია, ამ პირობებში, არანაირი მორალური უფლება არ მქონდა, ხელი მომეწერა ჩემს შრომით ხელშეკრულებაზე. ვრჩები რიგით მუზეუმელად და თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის გულშემატკივრად" - წერს მელიქიძე.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)