|
2016-03-08 13:16:03, 765 ნახვა
სამართალი
ალექსი პეტრიაშვილის თავდასხმაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ალექსი პეტრიაშვილის თავდასხმაში ბრალდებულ ლევან მექვაბიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატი პატიმრობის შუამდგომლობას არ ეთანხმებოდა. ბრალდებული ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. ლევან მექვაბიშვილს ბრალი ე.წ მოდულის შენობაში გუშინ წაუყენეს. შენობიდან გამოსულ ადვოკატს კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა, სატელეფონო საუბრის დროს, მარინა ფილაური სასაფლაოზე თავდასხმას "ყოფით ნიადაგზე მომხდარ შემთხვევას" უწოდებს. გარდა ამისა, დაცვის მხარე მექვაბიშვილის ოჯახზე ზეწოლაზე საუბრობს. მექვაბიშვილი ამ დროისათვის ერთადერთი ბრალდებულია, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე დააკავა. შეგახსენებთ, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)