|
2025-02-07 10:20:01, 1466 ნახვა
რეგიონი
ოკუპირებული სოხუმის აეროპორტში რეკონსტრუქციის შემდეგ პირველი საცდელი ფრენა დღეს შესრულდება
ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის აეროპორტში რეკონსტრუქციის შემდეგ პირველი საცდელი ფრენა რუსეთიდან დღეს, 7 თებერვალს შესრულდება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რეგულარული საჰაერო მიმოსვლის გახსნა ზაფხულის სეზონის დასაწყისისთვის არის მოსალოდნელი. სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად არ ცნობს, ვინაიდან იგი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ICAO-მ გააუქმა აეროპორტის კოდი და ამოიღო ინფორმაცია მის შესახებ დოკუმენტებიდან 2006 წლიდან. 2023 წლის ოქტომბერში აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით ხელი მოაწერა ხელშეკრულებას რუსულ კომპანია "ინფრასტრუქტურ დეველოპმენტთან". აღნიშნული კომპანია არის რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი უფროსის რაშიდ ნურგალიევის ვაჟის, რაშიდ რაშიდოვიჩ ნურგალიევის კომპანია, რომელიც ამჟამად რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის პოსტს იკავებს. სოხუმის აეროპორტმა 1993 წელს აფხაზეთის ომის გამო შეწყვიტა ფუნქციონირება.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)