|
2016-03-07 18:11:44, 771 ნახვა
სამართალი
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებმა ანა დოლიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატ ანა დოლიძეს მხარი დაუჭირეს. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ ჩატარებულ კენჭისყრაში კომიტეტის 8 წევრმა მიიღო მონაწილეობა და რვავემ დადებითი პოზიცია დააფიქსირა ანა დოლიძის მიმართ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან კენჭისყრაში კომიტეტის 12 წევრმა მიიღო მონაწილეობა და ანა დოლიძის კანდიდატურას 12-ვემ მხარი დაუჭირა. შეგახსენებთ, ანა დოლიძე უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატად საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა წარადგინა. როგორც მარგველაშვილმა წადრგენისას აღნიშნა, ანა დოლიძე პრინციპულობით და პროფესიონალიზმით გამოირჩეული ადამიანია. ანა დოლიძე ამ დროისთვის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებს.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)