|
2016-03-07 16:56:48, 634 ნახვა
სამართალი
აბაშიშვილი: სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის პროცესში გვჯერა, ანა დოლიძის როლი ძალიან დიდი იქნება
„საქართველოს პრეზიდენტისთვის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა მთლიანობაში მოსამართლეთა დაცულობა არის უმნიშვნელოვანესი პრინციპი და გვჯერა, რომ ამ პროცესში ანა დოლიძის როლი იქნება ძალიან დიდი“, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ ანა დოლიძის კანდიდატურას განიხილავენ. „ევროსასამართლოს ნაწილში ის, რომ ანა დოლიძე ამ პროცესის შედეგად 50-მდე კანდიდატურიდან მოხვდა 5 წევრში იმ კომისიის მიერ, რომელიც დაკომპლექტებული იყო როგორც თითქმის ყველა სახელისუფლებო შტოსგან, ისე არასამთავრობო სექტორისგან, აქ ასეთი მაღალი შეფასებები დაიმსახურა და საუკეთესო ხუთეულში მოხვდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს მის მაღალკვალიფიკაციას და აჩვენებს, რამდენად სწორი არჩევანი გაკეთდა ჩვენი მხრიდან. საქართველოს პრეზიდენტისთვის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა მთლიანობაში მოსამართლეთა დაცულობა და ხელშეწყობა მოსამართლეების დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების პროცესში არის უმნიშვნელოვანესი პრინციპი და გვჯერა, რომ ამ პროცესში ანა დოლიძის როლი ძალიან დიდი იქნება“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)