17:06 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-31 13:19:32, 1460 ნახვა

რეგიონი
მოსკოვიდან სოხუმში ჩავიდა ახალი კურატორი სერგეი კირიენკო

სოხუმში იმყოფება რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე სერგეი კირიენკო. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის რუსეთის მთავრობაში აფხაზური მიმართულების კურატორად დაინიშნა.

კირიენკო უკვე შეხვდა დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ვალერი ბგანბას. შეხვედრას ესწრებოდა რუსეთის „ელჩი აფხაზეთში“ მიხაილ შურგალინი.

"ბგანბამ და კირიენკომ განიხილეს შემდგომი ურთიერთქმედება და აფხაზეთ-რუსეთის პარტნიორობის საკითხები, ასევე გაცვალეს სუვენირები", - ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერის პრესსამსახურის განცხადებაში.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის „არჩევნები“ 15 თებერვალსაა დაგეგმილი, ანალიტიკოსები მოსკოვის ფავორიტად ბარდა გუბნას მიიჩნევენ.

სერგეი კირიენკო 1962 წელს სოხუმში დაიბადა. რუსეთში ბორის ელცინის პრეზიდენტობის პერიოდში - 1998 წლის 24 აპრილიდან 24 აგვისტომდე რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარე იყო. 2005 წლიდან 2016 წლამდე ეკავა კორპორაცია "როსატომის" გენერალური დირექტორის თანამდებობა, ხოლო 2016 წლის 5 ოქტომბრიდან რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილეა.

2022 წლიდან "აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის კურატორია" ალექსანდრე ნოვაკი; მანამდე ამ ფუნქციას მარატ ხუსნულინი ასრულებდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics