14:41 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-05 15:49:28, 820 ნახვა

სამართალი
ალექსი პეტრიაშვილის დაკითხვა დღეს გაგრძელდება

„თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივნის, ალექსი პეტრიშვილის დაკითხვა სავარაუდოდ დღეს გაგრძელდება.

როგორც "ექსპრესნიუსს" პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, დაკითხვა 16:00 საათზე, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოხდება.

სამართალდამცველებმა ალექსი პეტრიაშვილი ერთხელ უკვე დაკითხეს, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დაკითხვა გადაიდო.

შეგახსენებთ, "თავისუფალი დემოკრატების" გენერალურ მდივანს ალექსი პეტრიაშვილს 26 თებერვალს, საბურთალოს პანთეონის ძმათა სასაფლაოს ტერიტორიაზე, უცნობმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს.  პეტრიაშვილს ორი ოპერაცია ჩაუტარდა. იგი ამ დრომდე რესპუბლიკურ საავდმყოფოში იმყოფება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: თუ Patriot-ის რაკეტების 10% გვექნება, ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ
პიტ ჰეგსეთი: კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედროც
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics