|
2024-09-27 14:34:57, 962 ნახვა
რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
სოხუმის დაცემის დღიდან 31 წელი გავიდა. კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები, ყოფილი ომის ვეტერანები და საზოგადოების წარმომადგენლები გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ და პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, მამა ალექსანდრემ გმირთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. "ომი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა, სოხუმის დაცემით დასრულდა. 31 წელი გავიდა ამ მძიმე ბრძოლიდან, რომელმაც მრავალი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე შეიწირა. მათ შორის არიან საქართველოს გვარდიის - კასპის ბატალიონის მებრძოლები. ისინი სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდნენ სამშობლოს დასაცავად. ომის ეპიზოდები გაიხსენა ვეტერანმა მებრძოლმა, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელმა კასპის მუნიციპალიტეტში, თადარიგის პოლკოვნიკმა ლავრენტი ბაიდაურმა. პროცესიამ გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის სკვერისკენ გადაინაცვლა, სადაც გვირგვინით შეამკეს საქართველოს დაუმარცხებელი გენერლის ბიუსტი",- აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)