|
2024-09-21 14:59:27, 740 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ უშვილობის პროგრამის ფარგლებში დაბადებული ბავშვები მოინახულა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძემ უშვილობის პროგრამის ფარგლებში დაბადებული ბავშვები მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. აჭარის მთავრობის ცნობით, პროგრამის ფარგლებში 28 ახალშობილი დაიბადა და ამჟამად 11 წყვილი შვილს ელოდება. “ალექსანდრე 28-ე ბავშვია, რომელიც უშვილობის პროგრამის ფარგლებში დაიბადა. ძალიან მიხარია, რომ ამ პროგრამის ფარგლებში არა ერთი წყვილი გავახარეთ, დავეხმარეთ მათ, რომ მშობლები გამხდარიყვნენ და მათი ოცნება ასრულებულიყო. მომავალშიც გავაგრძელებთ ყველას მხარდაჭერას და დარწმუნებული ვარ, რომ გავა წლები, გავა დრო და ყველანი სიამაყით ვიტყვით, რომ მოკრძალებული წვლილი გვაქვს შეტანილი როგორც ადამიანების ცხოვრების რადიკალურად შეცვლაში, ასევე დემოგრაფიის გაუმჯობესებაში, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“,- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. 2024 წელს გაიზარდა პროგრამის “უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა" ბიუჯეტი და გაფართოვდა მოსარგებლეთა წრე. პროგრამით სარგებლობა შეუძლია 300 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველ, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე, საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებო სკოლების, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში დასაქმებულ პირებს. პროგრამა 2022 წელს დაინერგა და მისი მიზანი უშვილო ოჯახების რიცხვის შემცირება და დემოგრაფიული მაჩვენებლის გაუმჯობესება.
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
მამა იერონიმე ქათამაძე: არის რაღაც ინფორმაციები, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს საყოველთაო შერიგებას
მეუფე ნიკოლოზი: მიმაჩნია, რომ ქვეყანაში სინდისის პატიმრები და პოლიტიკური პატიმრები საერთოდ არ უნდა იყვნენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)