13:14 - 18 Aug, 2026
|
2024-07-04 12:13:52, 515 ნახვა
მსოფლიო
კალიფორნიაში ტყის ხანძრის გამო 25 000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩრდილოეთ კალიფორნიაში მასშტაბური ტყის ხანძრის გამო, 25 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას "დოიჩე ველე" ავრცელებს. მედიის ცნობით, ხანძარი შტატის დედაქალაქ საკრამენტოს მახლობლად, ოროვილის დასახლების სიახლოვეს, ტყის მასივებზეა გავრცელებული და ამ დროისთვის ცეცხლმა 1 200-ზე მეტი ჰექტარის ფართობი მოიცვა. მედიის ინფორმაციითვე, მეხანძრეებმა ოროვილის ზოგიერთ რაიონში ხანძრის ლოკალიზება შეძლეს და ახლა ისინი ცდილობენ, ცეცხლს ჩრდილოეთით გავრცელების საშუალება არ მისცენ. სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში ჰაერის ტემპერატურის 46 გრადუს ცელსიუსამდე გაზრდას პროგნოზირებენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)