|
2024-07-01 19:07:26, 473 ნახვა
მსოფლიო
ტუსკი - ულტრამემარჯვენეები უკვე არიან ხელისუფლებაში ან მისკენ ისწრაფვიან - პოლონეთში ეს ფატალური ტალღა შევცვალეთ
ულტრამემარჯვენეები უკვე არიან ხელისუფლებაში ან მისკენ ისწრაფვიან ევროპის აღმოსავლეთით და დასავლეთით, პოლონეთში ბოლო მომენტში შევცვალეთ ეს ფატალური ტალღა, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენეების გამარჯვების შემდეგ წინადადებით გამოდის. „მათ უყვართ პუტინი, ფული და ძალაუფლება კონტროლის გარეშე. ისინი უკვე არიან ხელისუფლებაში ან მისკენ ისწრაფვიან ევროპის აღმოსავლეთით და დასავლეთით. ისინი ევროპარლამენტის რიგებს უერთდებიან. პოლონეთში ჩვენ ბოლო მომენტში შევცვალეთ ეს ფატალური ტალღა. მოდით, ნუ დავკარგავთ ამას“, - წერს დონალდ ტუსკი X-ზე. ცნობისთვის, ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, საფრანგეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მარინ ლე პენის პარტია ლიდერობს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)