13:10 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-01 17:34:36, 468 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური - დავაკავეთ პროვოკატორთა ჯგუფი, რომელიც უმაღლესი რადას დაკავებას გეგმავდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) გამოავლინა და დააკავა ჯგუფი, რომელიც კიევში, მასშტაბურ არეულობებსა და პროვოკაციებს გეგმავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური Telegram-ზე ავრცელებს.

გამოძიების ინფორმაციით, ჯგუფს 2015 წლიდან ანტიუკრაინული ქმედებებით ცნობილი საზოგადოებრივი ორგანიზაციის თანადამფუძნებელი ხელმძღვანელობდა.

ორგანიზაცია უკრაინის ამჟამინდელი სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის „ხელისუფლებიდან ჩამოშორებას“ გეგმავდა.

"ამ გზით ისინი იმედოვნებდნენ, რომ შეარყევდნენ ჩვენს ქვეყანაში არსებულ სოციალურ და პოლიტიკურ ვითარებას, რაც რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ იმუშავებდა", - აცხადებენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში.

გამოძიება დაკავებულების წინააღმდეგ კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი შეცვლის, დამხობის ან სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდების მუხლით დაიწყო და მათ 10-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
JPG X Dodonut ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
თბილისის მერია აღმაშენებლის გამზირის ნაწილის რეაბილიტაციას გეგმავს
უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ჰორმუზის სრუტეში გემზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics