|
2024-03-06 11:36:21, 1034 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი კაპიტალი“ 14 მარტს კაპიტალის ბაზრის საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს
ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის სწრაფ განვითარებას, "თიბისი კაპიტალი" ახალი ინიციატივით პასუხობს და 14 მარტს საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს. კონფერენციის მონაწილე მსოფლიოში წამყვანი ექსპერტები, "თიბისი კაპიტალის" გუნდთან ერთად, საკუთარ გამოცდილებას, ბაზრის ტენდენციებსა და განვითარების პერსპექტივებს გააზიარებენ. „თიბისი კაპიტალის", როგორც საქართველოში წამყვანი საინვესტიციო ბანკის მიზანია, ერთ სივრცეში შევკრიბოთ დარგის ექსპერტები, ბაზრის წამყვანი მონაწილეები და საქართველოში კაპიტალის ბაზრის პირველი კონფერენციით, ბაზრის განვითარებას კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი. ასევე, ჩვენი მიზანია, ადგილობრივ მოთამაშეებს საერთაშორისო ბაზარზე არსებული ტენდენციები და გამოცდილება გავუზიაროთ; ვუპასუხოთ ემიტენტებისთვის და ინვესტორებისთვის მნიშვნელოვან შეკითხვებს ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთების დინამიკასთან, ბაზრის მოლოდინებთან, ემისიის პროცესთან და ახალ პროდუქტებთან დაკავშირებით", - აცხადებს გიორგი თხელიძე, "თიბისის" გენერალური დირექტორის მოადგილე. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი და საერთაშორისო კაპიტალის ბაზრის წამყვანი მოთამაშეები: J.P. Morgan, Citi, Fidelity Investments, საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, Baker McKenzie, Dentons, BLC Law, Amundi, ADB, EBRD, IFC, ქართველი ემიტენტები და სხვა. ინდივიდუალური გამოსვლებისა და პანელური დისკუსიების ფარგლებში, ისეთი მნიშვნელოვანი თემები დაიფარება, როგორებიცაა:
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს
რუსეთი შავ ზღვაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერებაზე თურქეთის შეთავაზებას უარყოფს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)