|
2023-10-19 16:42:02, 844 ნახვა
მსოფლიო
სუნაკი ნეთანიაჰუს - ჩვენ ვიდგებით თქვენს ხალხთან - გვსურს, რომ გაიმარჯვოთ
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. ერთობლივ პრესკონფერენციაზე სუნაკმა ნეთანიაჰუს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და აღნიშნა, რომ მას ისრაელის გამარჯვება სურს. "ვამაყობ იმით, რომ დღეს თქვენ გვერდით ვდგავარ, ისრაელისთვის ყველაზე ბნელ დროს, როგორც თქვენი მეგობარი. ჩვენ სოლიდარულად ვიდგებით თქვენს გვერდით, ჩვენ ვიდგებით თქვენს ხალხთან. ასევე გვსურს, რომ გაიმარჯვოთ", - განაცხადა სუნაკმა. ნეთანიუაჰუმ სუნაკს უთხრა რომ "ეს არის დასავლური ცივილიზაციის ბრძოლა, თავისუფალი სამყაროს ბრძოლა, ბრძოლა მომავლისთვის". "აქ ორი ძალა გვყავს. ერთი არის ბოროტების ღერძი, რომელსაც ხელმძღვანელობს ირანი "ჰეზბოლას", "ჰამასის" და სხვათა მეშვეობით, რომელთაც სურთ, დააბრუნონ ახლო აღმოსავლეთი შუა საუკუნეებში, მონობის, ომისა და განადგურების ხანაში. სხვა ძალები - პროგრესისა და ჰუმანურობის ძალები - რომლებსაც სურთ, აღმოსავლეთი მშვიდობისა და კეთილდღეობის სამყაროში გადაიყვანონ", - განაცხადა ნეთანიაჰუმ. ცნობისთვის, რიში სუნაკი ისრაელში დღეს, 19 ოქტომბერს ჩავიდა.
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)