|
2023-10-19 09:55:26, 1034 ნახვა
მსოფლიო
IDF ღაზაში საავადმყოფოს აფეთქების შემდეგ დრონით გადაღებულ ვიდეოკადრებს აქვეყნებს
ისრაელი, ღაზას სექტორში, ალ-აჰლის ბაპტისტურ საავადმყოფოში მომხდარი აფეთქებიდან ერთი დღის შემდეგ, დრონით გადაღებულ ვიდეოკადრებს აქვეყნებს. თავდაცვის ძალები (IDF) ვიდეოკადრებთან ერთად ავრცელებს მცირე განცხადებასაც, რომელშიც უთითებს, რომ აფეთქება გამოიწვია რაკეტამ, რომელიც საავადმყოფოს მიმდებარედ, ავტოსადგომზე ჩამოვარდა, თუმცა დარტყმის შედეგად წარმოქმნილი კრატერი არ შეინიშნება. IDF-ის მტკიცებით, თუ საავადმყოფოს მიმდებარედ ისრაელის სარაკეტო თავდასხმა განხორციელდებოდა, შედეგები სხვაგვარი იქნებოდა - თავდასხმის ადგილიდან კი ჩანს, რომ ზიანი გამოიწვია რაკეტამ, რომელიც "ისლამურმა ჯიჰადმა" გაუშვა. "გარდა ამისა, ჰოსპიტლის ირგვლივ შენობები არ დაზიანებულა. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ IDF-მ არ დაბომბა ეს ტერიტორია",- აცხადებენ თავდაცვის ძალებში. შეგახსენებთ, ღაზას სექტორში მდებარე ალ-აჰლის ბატისტურ საავადმყოფოში აფეთქება 17 ოქტომბერს მოხდა. "ჰამასი" ისრაელს ადანაშაულებს მომხდარში, რომელსაც პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)