|
2023-10-19 09:26:46, 867 ნახვა
მსოფლიო
BBC - ეგვიპტე რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის გახსნას დათანხმდა
ეგვიპტე დათანხმდა რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის გახსნას, რათა ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის 20-მდე სატვირთო მანქანა შევიდეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. BBC-ის ცნობით, რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის გახსნასთან დაკავშირებით პირველად განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გააკეთა, მოგვიანებით კი, ეგვიპტემაც დაადასტურა. "ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფატაჰ ალ-სისი და ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შეთანხმდნენ ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მდგრად მიწოდებაზე რაფაჰის ტერმინალის გავლით",- განაცხადა ეგვიპტის პრეზიდენტის სპიკერმა, აჰმედ ფაჰმიმ. აღსანიშნავია, რომ მანამდე, ეგვიპტე უარს ამბობდა, კორიდორი გაეხსნა პალესტინელი ლტოლვილებისთვის, რომლებიც ღაზას სექტორის დატოვებას ცდილობდნენ. ამასთან, ოფიციალური კაირო აშშ-სთან ღაზას სექტორის მცხოვრებლებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად დერეფნის გახსნას განიხილავდა. ამასთან, გუშინ, 18 ოქტომბერს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი არ დაუშვებს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას მისი ტერიტორიიდან ღაზას სექტორისთვის, სანამ არ გათავისუფლდებიან ტერორისტული ჯგუფების მიერ გატაცებული მძევლები.
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)