|
2023-10-18 09:39:17, 739 ნახვა
მსოფლიო
ანტონიო გუტერეში - მკაცრად ვგმობ ღაზაში საავადმყოფოზე თავდასხმას
მკაცრად ვგმობ ღაზაში საავადმყოფოზე თავდასხმას,- ასე გამოეხმაურა გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ღაზაში, ალ-აჰლის არაბულ საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებას. გუტერეშის განცხადებით, საავადმყოფოებსა და სამედიცინო პერსონალს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი იცავს. "შეძრწუნებული ვარ ასობით პალესტინელი მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის გამო იმ თავდასხმის გამო, რომელიც დღეს ღაზაში მდებარე საავადმყოფოზე მოხდა. მკაცრად ვგმობ ღაზაში საავადმყოფოზე თავდასხმას. ჩემი გული დაღუპულთა ოჯახებთანაა. საავადმყოფოებსა და სამედიცინო პერსონალს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი იცავს",- წერს გუტერეში. შეგახსენებთ, გუშინ, 17 ოქტომბერს ღაზას სექტორში ალ-აჰლის არაბულ საავადმყოფოში აფეთქება მოხდა, რასაც 500-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, საავადმყოფოში აფეთქება ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური ჯიჰადის” მიერ გაშვებული რაკეტის ჩამოვარდნამ გამოიწვია. თავად „ისლამური ჯიჰადი“ აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს და მომხდარში ისრაელს ადანაშაულებს.
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)