|
2023-10-18 04:07:19, 792 ნახვა
მსოფლიო
მუსლიმური სამყარო ანტიისრაელურ აქციებზე გამოდის
ღაზაში საავადმყოფოზე თავდასხმის შემდეგ პროტესტი დაიწყო იორდანიაში, ტუნისში, თურქეთში, სირიაში, ირანსა და ლიბანში. - ამის შესახებ ალ ჯაზირა იუწყება. საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ღაზას საავადმყოფოს დაბომბვაში ისრაელს ადანაშაულებს. : "საუდის არაბეთის სამეფო უმკაცრესად გმობს ისრაელის საოკუპაციო ძალების მიერ ღაზაში ბაპტისტური საავადმყოფოს დაბომბვით ჩადენილ საშინელ დანაშაულს, რამაც გამოიწვია ასობით მშვიდობიანი მოქალაქის, მათ შორის ბავშვების, დაშავება და დაღუპვა.” -წერია განცხადებაში. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჰაკან ფიდანი, აცხადებს, რომ ბარბაროსულ აქტში ისრაელია დამნაშავე. ”ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ ღაზაში საავადმყოფოზე თავდასხმის გამო და მკაცრად ვგმობთ ამ ბარბაროსულ თავდასხმას.”- აცხადებს საგარეო უწყების ხელმძღვანელი. ღაზას საავადმყოფოზე რაკეტის ჩამოვარდნის შემდეგ, ერდოღანმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას შეწყვიტოს "უპრეცედენტო სისასტიკე" პალესტინის ანკლავში.
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)