|
2023-10-13 15:32:43, 837 ნახვა
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი და რობერტა მეცოლა ისრაელში ჩავიდნენ
ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტები, ურსულა ფონ დერ ლაიენი და რობერტა მეცოლა დღეს ისრაელში ჩავიდნენ. აღნიშნულის შესახებ რობერტა მეცოლა Twitter-ზე წერს. მეცოლას თქმით, ისრაელი თაობების განმავლობაში ყველაზე საშინელი ტერორისტული თავდასხმის წინაშე აღმოჩნდა. "ჩვენ აქ ვართ, რომ გამოვხატოთ სოლიდარობა მას შემდეგ, რაც ისრაელი თაობების განმავლობაში ყველაზე საშინელი ტერორისტული თავდასხმის წინაშე აღმოჩნდა. ტერორი არ გაიმარჯვებს. მნიშვნელოვანია, როგორ ვუპასუხებთ. ჩვენ შეგვიძლია და უნდა შევაჩეროთ "ჰამასი", გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია ჰუმანიტარული შედეგების შესამსუბუქებლად",- წერს მეცოლა. შეგახსენებთ, რომ 11 ოქტომბერს, ისრაელში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი ჩავიდა. 12 ოქტომბერს, ისრაელს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ეწვია. დღეს, 13 ოქტომბერს ისრაელს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინიც ეწვია. ისრაელში ჩასვლის სურვილი გამოთქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)