|
2023-10-13 10:10:38, 701 ნახვა
მსოფლიო
ისრაელს დღეს ლოიდ ოსტინი ეწვევა
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი დღეს, 13 ოქტომბერს ისრაელს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია პენტაგონზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც მედია წერს, მოსალოდნელია, რომ ლოიდ ოსტინი შეხვედრებს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან, თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტთან და ისრაელის სამხედრო კაბინეტის წევრებთან გამართავს. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინამდე ისრაელს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სტუმრობდა. აღსანიშნავია, დღეს, 13 ოქტომბერს ისრაელში ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტები, ურსულა ფონ დერ ლაიენი და რობერტა მეცოლაც ჩავლენ. მანამდე 11 ოქტომბერს, ისრაელში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი იმყოფებოდა. ისრაელში ჩასვლის სურვილი გამოთქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)