|
2023-10-12 16:54:05, 704 ნახვა
მსოფლიო
ბლინკენი ისრაელს - თქვენ, შესაძლოა, ძლიერები იყოთ საკუთარი თავის დაცვისას, თუმცა ვიდრე აშშ არსებობს, მარტო არასდროს იქნებით
თქვენ, შესაძლოა, საკმარისად ძლიერები იყოთ საკუთარი თავის დაცვისას, თუმცა, ვიდრე აშშ არსებობს, თქვენ არასდროს იქნებით მარტო, ჩვენ ყოველთვის თქვენს მხარეს ვიქნებით, - ამის შესახებ თელ-ავივში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ბლინკენის თქმით, აშშ მუშაობს მძევლების გათავისუფლების საკითხზე და მკაფიოდ აფრთხილებს რეგიონში მოქმედ სხვა ძალებს, რომ კონფლიქტში არ ჩაერთონ. „ჩვენ ვასრულებთ პირობას. გამარაგებთ საბრძოლო მასალებით "რკინის გუმბათის" მარაგების შესავსებად, ასევე სხვა სამხედრო ტექნიკით. აშშ-ის სამხედრო დახმარების პირველი პაკეტი უკვე ჩამოვიდა ისრაელში და დანარჩენი გზაშია. ისრაელის თავდაცვის საჭიროებების განვითარებასთან ერთად, ჩვენ ვიმუშავებთ კონგრესთან, რათა უზრუნველვყოთ, რომ ისინი დაკმაყოფილებული იქნება. შემიძლია, გითხრათ, რომ ჩვენს კონგრესში არის აბსოლუტური, ორპარტიული მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოების მიმართ“, - განაცხადა ბლინკენმა. ბოლო მონაცემებით, ღაზას სექტორში ისრაელის საპასუხო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 203-მდე გაიზარდა. რაც შეეხება ისრაელს, ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში "ჰამასის" თავდასხმას 1 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)