|
2023-10-11 23:15:23, 842 ნახვა
მსოფლიო
ბლინკენი - აშშ მისცემს ისრაელს ყველაფერს, რაც მას სჭირდება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ „აშშ დგას ისრაელის გვერდით - დღეს, ხვალ და ყოველდღე“. ბლინკენი ისრაელში გამგზავრებამდე ჟურნალისტებს ესაუბრა. „ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ტერორიზმის წინააღმდეგ და ჩვენ ვნახეთ ჰამასის მიერ ჩადენილი თითქმის ენით აუწერელი ქმედებები“, დასძინა მან და უწოდა სიტუაციას „უბრალოდ გულისამრევი“. ბლინკენმა განაცხადა, რომ ის შეხვდება პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს ისრაელში, ასევე პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს და სხვა მაღალჩინოსნებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები ისრაელს მიაწვდის "ყველაფერს, რაც მას სჭირდება". რაც შეეხება უგზო-უკვლოდ დაკარგულ ამერიკელ მოქალაქეებს, ბლინკენმა თქვა, რომ მათი ადგილსამყოფელი გაირკვევა და თუ აღმოჩნდება, რომ ისინი ჰამასმა მძევლად აიყვანა, შეერთებული შტატები მათ გათავისუფლებას შეეცდება.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)