02:24 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-08 17:59:13, 836 ნახვა

მსოფლიო
მედია - ისრაელში, ღაზას სექტორის სიახლოვეს მდებარე დასახლებებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

ისრაელში, ღაზას სექტორის მახლობლად მდებარე 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ქვეყნის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს ადგილობრივები სახლებიდან, "ჰამასიდან" მომდინარე საფრთხისა და ღაზას სექტორზე ისრაელის მოსალოდნელი თავდასხმის გამო გაჰყავთ.

CNN-ს თავდაცვის ძალების სპიკერმა განუცხადა, რომ "ჰამასის" თავდასხმის საპასუხოდ, ისრაელი ღაზაზე მძიმე იერიშს გეგმავს.

შეგახსენებთ, დღეს, 8 ოქტომბერს ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა.

მანამდე კი, ქვეყანამ არაერთი იერიში განახორციელა ღაზას სექტორში "ჰამასის" ობიექტებზე მას შემდეგ, რაც ისლამისტურმა დაჯგუფებამ 7 ოქტომბერს, ისრაელის სამხრეთში მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყო.

ისრაელს ლიბანის ტერიტორიიდან ცეცხლი გაუხსნა "ჰეზბოლამაც", რასაც ქვეყანამ საარტილერიო იერიშით უპასუხა.

ისრაელსა და ღაზას სექტორში შეტაკებებს ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics