|
2023-10-08 13:22:15, 804 ნახვა
მსოფლიო
მედია - ისრაელის საპასუხო იერიშს ღაზას სექტორში 313 პალესტინელი ემსხვერპლა
ღაზას სექტორში, "ჰამასის" დარტყმების შემდეგ ისრაელის საპასუხო შეტევას, სულ მცირე, 313 პალესტინელი ემსხვერპლა. აღნიშნულ ინფორმაციას CNN პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყების ცნობით, დაშავებულია 1 990 ადამიანი. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას განცხადებით, მათი დაშავების შესახებ ცნობები არ გავრცელებულა. როგორც საგარეო უწყება საელჩოზე დაყრდნობით იტყობინება, თავდასხმის დროს ღაზას სექტორის მიმდებარედ საქართველოს 4 მოქალაქე იმყოფებოდა, თუმცა ამ დროისთვის ოთხივე მათგანი უსაფრთხო ადგილზეა გაყვანილი. ცნობისთვის, გუშინ, 7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციის "ალ-აკსას წარღვნა" დაწყების შესახებ განაცხადა. იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და ოპერაცია, სახელწოდებით "რკინის ხმლები" დაიწყო. ისრაელს ლიბანის ტერიტორიიდან ცეცხლი გაუხსნა "ჰეზბოლამაც", რასაც ქვეყანამ საარტილერიო იერიშით უპასუხა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)