|
2023-10-08 10:51:20, 837 ნახვა
მსოფლიო
გამთენიისას ისრაელის არმიამ ღაზას სექტორი და ლიბანი დაბომბა
ისრაელის სამხედროები აცხადებენ, რომ მათ საარტილერიო დარტყმა განახორციელეს ლიბანის ტერიტორიაზე, საიდანაც ისროდნენ ისრაელის მიმართულებით, იტყობინება Reuters. სააგენტოს სამი წყაროს ცნობით, ისრაელმა შურისძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც ლიბანიდან გასროლილი ჭურვები ქალაქ ბეერშებაში ისრაელის სამხედრო პოზიციებს მოხვდა. კვირას ღამით ისრაელმა ღაზას სექტორში რამდენიმე საჰაერო დარტყმა განახორციელა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 230-ზე მეტი ღაზაელი და დაშავდა კიდევ 1000 ადამიანი. ისრაელის არმიამ ღაზას შვიდი უბნის მცხოვრებლებს სთხოვა, დაეტოვებინათ სახლები და გადასულიყვნენ ურბანულ ცენტრებში ან თავშესაფრებში შეეფარებინათ. თვითმხილველებმა BBC-ს განუცხადეს, რომ ათობით ოჯახმა დაიწყო სახლების მიტოვება და გაეროს მიერ მართულ სკოლებში შეფარება. ცნობისთვის, დღეს, 7 ოქტომბერს ღაზის სექტორში მოქმედმა ტერორისტულმა დაჯგუფებებმა ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს. მოგვიანებით, ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა", რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის წინააღმდეგ "ოპერაცია ალ-აკსას წარღვნა" გამოაცხადა, რის შედეგადაც ისრაელში სულ მცირე 150 ისრაელის მოქალაქე უკვე დაიღუპა და მინიმუმ 1 ათასი დაშავდა, იტყობინება ისრაელის მედია ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით. Al Jazeera, სამედიცინო წყაროებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ მინიმუმ 160 პალესტინელი დაიღუპა ღაზაში ისრაელის საპასუხო თავდასხმების შედეგად. დაშავებულია 1000 ადამიანი.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)