|
2023-10-07 17:42:27, 897 ნახვა
მსოფლიო
ოსტინი - აშშ იზრუნებს, რომ ისრაელს ჰქონდეს ყველაფერი, რაც დასჭირდება თავის დასაცავად
ყურადღებით ვაკვირდები ისრაელში განვითარებულ მოვლენებს. ჩვენი ვალდებულება ისრაელის უფლების დაცვაზე ურყევი რჩება და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს, ვინც დაიღუპნენ თავდასხმის დროს,- ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა. ოსტინის თქმით, აშშ იზრუნებს, რომ ისრაელს ჰქონდეს ყველაფერი, რაც დასჭირდება თავის დასაცავად. „მე ყურადღებით ვაკვირდები ისრაელში განვითარებულ მოვლენებს. ჩვენი ვალდებულება ისრაელის უფლების დაცვაზე ურყევი რჩება და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს, ვინც დაიღუპნენ თავდასხმის დროს. უახლოეს დღეებში თავდაცვის დეპარტამენტი იმუშავებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ისრაელს ჰქონდეს ის, რაც მას დასჭირდება საკუთარი თავისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად განურჩეველი ძალადობისა და ტერორიზმისგან“,- განაცხადა ოსტინმა. ცნობისთვის, დღეს, 7 ოქტომბერს ღაზის სექტორში მოქმედმა ტერორისტულმა დაჯგუფებებმა ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს. მოგვიანებით, ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა", რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის წინააღმდეგ "ოპერაცია ალ-აკსას წარღვნა" გამოაცხადა. ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორიდან მოულოდნელი თავდასხმის საპასუხოდ საომარი მდგომარეობისთვის მზადყოფნა გამოაცხადა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)