|
2023-10-07 14:14:52, 863 ნახვა
მსოფლიო
„ჰამასის“ თავდასხმის შედეგად ისრაელში, სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა, 545 კი დაშავდა
ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" თავდასხმის შედეგად ისრაელში, სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა, 545 კი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. The Times of Israel-ის ცნობით, დაშავებულთა შორის 70-ის მდომარეობა მძიმეა. გამოცემის ცნობითვე, აღნიშნული მონაცემები დიდი ალბათობით გაიზრდება. ცნობისთვის, დღეს, 7 ოქტომბერს ღაზის სექტორში მოქმედმა ტერორისტულმა დაჯგუფებებმა ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს. მოგვიანებით, ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა", რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის წინააღმდეგ "ოპერაცია ალ-აკსას წარღვნა" გამოაცხადა. ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორიდან მოულოდნელი თავდასხმის საპასუხოდ საომარი მდგომარეობისთვის მზადყოფნა გამოაცხადა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)