|
2023-10-05 12:37:05, 695 ნახვა
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი ესპანეთში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტზე დასასწრებად ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ესპანეთში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტზე დასასწრებად ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი Telegram-ზე ავრცელებს. ზელენსკის თქმით, გრანადაში ყოფნისას ორმხრივ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას. "გრანადა, ესპანეთი. ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი. უკრაინა, სხვა ერებთან ერთად, მონაწილეობს ჩვენს საერთო ევროპულ ოჯახში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების მიზნით. იქნება ერთობლივ ფორმატში მუშაობა და მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები. ჩვენთვის მთავარი, განსაკუთრებით ზამთრის წინ, საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაა და უკვე არსებობს პარტნიორებთან ახალი შეთანხმებების საფუძველი. ჩვენ ვემზადებით მათ დასადასტურებლად და განსახორციელებლად. ევროპაში უსაფრთხოების არქიტექტურის გაძლიერებაზე ვმუშაობთ. უკრაინას ძლიერი წინადადებები აქვს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შავი ზღვის რეგიონს და ერთობლივ მუშაობას გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისა და ნაოსნობის თავისუფლების დაცვის მიმართულებით. ეს დღე ნაყოფიერი უნდა იყოს უკრაინისთვის და მთელი ევროპისთვის",- წერს ზელენსკი.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)