|
2023-09-28 22:25:12, 754 ნახვა
მსოფლიო
ვარჰეი - რამდენიმე კვირაში გაფართოებაზე ახალ ხედვას და პაკეტს წარვადგენთ
ევროკომისია უახლოეს პერიოდში ევროკავშირს შესთავაზებს, რომ მეტი ფული გამოყოს ქვეყნებისთვის, რომელთაც წევრობა სურთ და ერთიან ბაზარზე წვდომა შესთავაზოს, რათა წევრობისთვის მზადება დააჩქარონ, - ამის შესახებ ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა. ვარჰეის თქმით, ევროკავშირი შეეცდება დაეხმაროს კანდიდატებს უფრო სწრაფად მოემზადონ წევრობისთვის დასავლეთ ბალკანეთის ზრდის გეგმის მეშვეობით, რათა შემცირდეს "ეკონომიკური და სოციალური სხვაობა" ამ ქვეყნებსა და ევროკავშირის დანარჩენ ნაწილს შორის. "რამდენიმე კვირაში ნახავთ, როგორ წარვადგენთ გაფართოებაზე ახალ ხედვას და პაკეტს, რომელიც ახლა მოიცავს ათ კანდიდატ ქვეყანას ან ქვეყნებს ევროპული პერსპექტივით ეს სასარგებლო იქნება როგორც ევროკავშირის, ასევე კანდიდატი ქვეყნებისთვის", - განაცხადა ვარჰეიმ. ცნობისთვის, ამჟამად ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი 8 ქვეყანას აქვს - ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მოლდოვა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, თურქეთი და უკრაინა. ამასთან, ორი ქვეყანა - საქართველო და კოსოვო - პოტენციურად კანდიდატი ქვეყნები არიან
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)