|
2023-09-28 16:08:51, 884 ნახვა
მსოფლიო
NATO-ს გენერალური მდივანი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა [ვიდეო]
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში NATO-ს გენერალური მდივანი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. მედიის ცნობითვე, ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე სტოლტემბერგმა განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები რუსული ძალების წინააღმდეგ მიმდინარე კონტრშეტევის ფარგლებში, ეტაპობრივად იკავებენ ტერიტორიებს. "უკრაინის ჯარები სასტიკად იბრძვიან, მაგრამ თანდათან წინ მიიწევენ. ყოველი მეტრი, რომელსაც უკრაინული ჯარები აბრუნებენ, არის მეტრი, რომელსაც რუსეთი კარგავს. მოსკოვი იმპერიალისტური ილუზიებისთვის იბრძვის",- განაცხადა სტოლტემბერგმა. ცნობისთვის, დღეს კიევში საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი სებასტიან ლეკორნუ და დიდი ბრიტანეთის ახალი თავდაცვის მინისტრი გრანტ შაპსიც ჩავიდნენ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)