|
2023-09-27 18:43:06, 895 ნახვა
მსოფლიო
შვეიცარიის პარლამენტმა უკრაინაში სამხედრო ტექნიკის რეექსპორტს მხარი კვლავ არ დაუჭირა
შვეიცარიის პარლამენტმა უკრაინაში სამხედრო ტექნიკის რეექსპორტს მხარი კვლავ არ დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. საუბარია სამხედრო ტექნიკის რეექსპორტის შესახებ კანონში ცვლილების შეტანაზე, რომელსაც ჯერ კიდევ ივნისში დაუჭირა მხარი შვეიცარიის კანტონების საბჭომ. ცვლილებების პროექტის თანახმად, რეექსპორტი დაიშვებოდა იმ შემთხვევაში, თუ კონფლიქტის მონაწილე ქვეყანა თავდაცვის უფლებას იყენებს. გარდა ამისა, შვეიცარიული იარაღის რეექსპორტი ქვეყნიდან, რომელმაც ის შეიძინა, დაშვებული იქნებოდა შეძენიდან ხუთი წლის შემდეგ, მაგრამ მხოლოდ იმ ქვეყნებში, რომლებიც „იზიარებენ შვეიცარიის ღირებულებებს და აქვთ ექსპორტის კონტროლის ერთობლივი რეჟიმი“. საბრძოლო მასალების შესახებ შვეიცარიის კანონი ამჟამად არ იძლევა საბრძოლო მასალების ექსპორტის საშუალებას, თუ დანიშნულების ქვეყანა ჩართულია შიდა ან საერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტში.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)