|
2023-09-25 21:42:56, 817 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის საგარეო - სომხეთის ხელმძღვანელობა შეცდომას უშვებს და ქვეყანას დასავლეთის გეოპოლიტიკური თამაშების მძევლად აქცევს
სომხეთის ხელმძღვანელობა უდიდეს შეცდომას უშვებს, როდესაც გაცნობიერებულად ცდილობს, ჩამოანგრიოს რუსეთისა და სომხეთის მრავალსაუკონოვანი კავშირები. ასე ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას, რომელიც მან ამერიკელ სენატორთან შეხვედრისას გააკეთა. რუსეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ სომხეთის ხელმძღვანელობა ქვეყანას დასავლეთის გეოპოლიტიკური თამაშების მძევლად აქცევს. „დარწმუნებული ვართ, რომ სომხეთის ხელმძღვანელობა უდიდეს შეცდომას უშვებს, როდესაც გაცნობიერებულად ცდილობს, ჩამოანგრიოს რუსეთისა და სომხეთის მრავალწახნაგოვანი და მრავალსაუკონოვანი კავშირები და ქვეყანას აქცევს დასავლეთის გეოპოლიტიკური თამაშების მძევლად“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ცნობისთვის, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში ამერიკელ სენატორთან, გარი პიტერსთან შეხვედრისას განაცხადა, რომ „ხაზს უსვამს აშშ-ის მხარდაჭერის მნიშვნელოვან როლს შექმნილი სიტუაციის დაძლევაში“.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)