|
2023-09-25 15:21:04, 759 ნახვა
მსოფლიო
Reuters - აშშ უკრაინას ენერგეტიკული სისტემის აღსადგენად 522 მილიონ დოლარს გამოუყოფს
აშშ უკრაინას ენერგეტიკული სისტემის აღსადგენად 522 მილიონ დოლარს გამოუყოფს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ს საელჩოზე დაყდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, უკრაინამ და აშშ-მა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც უკრაინა თავდაპირველად მიიღებს 422 მილიონ დოლარს ენერგო სისტემის სტაბილურობის გასაზრდელად, შემდგომ კი 100 მილიონ დოლარს შესაბამისი რეფორმების გასატარებლად. "უკრაინამ და აშშ-მა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც კიევი აშშ-სგან ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის აღსადგენად 522 მილიონ დოლარს მიიღებს. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი მიზანია, დავეხმაროთ უკრაინას კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაში. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში არსებულ ელექტროსადგურებზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა, მილიონობით ადამიანი ზამთარში ელექტროენერგიის გარეშე დარჩა",- წერს გამოცემა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)