|
2023-09-22 18:16:29, 1172 ნახვა
მსოფლიო
პოლონეთის პრეზიდენტი - მარცვლეულზე დავა უკრაინისა და პოლონეთის ურთიერთობას ძირეულად არ შეცვლის
მარცვლეულზე დავა უკრაინისა და პოლონეთის ურთიერთობას ძირეულად არ შეცვლის. ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა. როგორც დუდა აღნიშნავს, უკრაინასთან თანამშრომლობა და მისი მხარდაჭერა ისტორიულ მნიშვნელობას ატარებს "ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ პოლონურ ბაზარზე უკრაინული ხორბლის შემოსვლის პრობლემა პოლონურ-უკრაინული ურთიერთობების აბსოლუტურად "გვერდითი" ელემენტია და არ მჯერა, რომ ჩვენი ურთიერთობები ძირეულად შეიცვლება. ჩემთვის უკრაინასთან თანამშრომლობა და მისი მხარდაჭერა ისტორიულ მნიშვნელობას ატარებს. სრულიად სერიოზულად ვამბობ ამას. ეს არ არის რაღაც მოვლენა ან აქცია, ეს არის ჩვენი ხალხების ისტორიული განზომილება", - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, გუშინ, 21 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრმა, მიკოლა სოლსკიმ პოლონელ კოლეგასთან, რობერტ ტელუსთან ერთად, მარცვლეულთან დაკავშირებულ პრობლემაზე ისაუბრა და კომპრომისის მოსაძებნად მუშაობაზე შეთანხმდა. გაზაფხულზე, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის პოლონეთმა, უკრაინული მარცვლეულის იმპორტი დროებით აკრძალა. 16 სექტემბერს, ევროკომისიამ უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტზე დაწესებული ემბარგო არ გაახანგრძლივა, თუმცა პოლონეთმა შეზღუდვები არ მოხსნა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)