05:44 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-21 22:43:46, 1213 ნახვა

მსოფლიო
ერევანში აქციის მონაწილეებმა ქუჩების გადაკეტვა დაიწყეს [ვიდეო]

ერევანში აქციის მონაწილეებმა ქუჩების გადაკეტვა დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა პარალიზებულია. ამასთან ერთად, გავრცელებულ ვიდეო კადრებში ჩანს, რომ აქციის მონაწილეები პოლიციასთან კონფლიქტში შევიდნენ.

სომხეთის ოპოზიციური ბლოკის, „დედა სომხეთის“ ლიდერმა, ანდრანიკ ტევანიანმა განაცხადა, რომ ხვალიდან საყოველთაო გაფიცვა გამოცხადდება.

„გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მხოლოდ სასწრაფო და სახანძრო მანქანები დაიშვებიან. მოქალაქეები პოლიციასთან კონფლიქტში არანაირ შემთხვევაში არ უნდა შევიდნენ“, - აღნიშნა ტევანიანმა.

შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics