|
2023-09-19 15:41:16, 992 ნახვა
მსოფლიო
სომხეთის თავდაცვა - მთიან ყარაბაღში არმია არ გვყავს
სომხეთის რესპუბლიკას მთიან ყარაბაღში არმია არ ჰყავს განთავსებული,- ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის ოფიციალური უწყებებისა და მასმედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მთიან ყარაბაღში სომხეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო აღჭურვილობა და პერსონალია განთავსებული, სიცრუეა. "ისევე, როგორც წარსულში, აზერბაიჯანის ოფიციალურ ანგარიშებსა და მასმედიაში კვლავ ჩნდება ცრუ მტკიცება, რომ მთიან ყარაბაღში არიან სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები, სამხედრო ტექნიკა და პერსონალი. სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ არაერთხელ და ახლაც განაცხადა, რომ სომხეთის რესპუბლიკას არ ჰყავს ჯარი მთიან ყარაბაღში",- აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ მანამდე აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, აზერბაიჯანმა ყარაბაღში ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებები დაიწყო.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)