|
2023-09-19 09:53:47, 972 ნახვა
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი Telegram-ზე ავრცელებს. ზელენსკის თქმით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მოლაპარაკებები აშშ-ის პრეზიდენტთან, კონგრესის, პალატებისა და პარტიების ლიდერებთან, ასევე სამხედრო ხელმძღვანელობასთან. "აეროპორტიდან სასწრაფოდ მივდივარ ჩვენს ჯარისკაცებთან, რომლებიც მკურნალობას და რეაბილიტაციას გადიან ამერიკაში. უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ხალხის მხარდაჭერა და მადლობა მათ, ვინც ეხმარება უკრაინას და უკრაინელებს. შემდეგ მნიშვნელოვანი და დატვირთული დღეებია. გაეროს გენერალური ასამბლეა, მდგრადი განვითარების მიზნების სამიტი, უშიშროების საბჭო. უკვე იგეგმება მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები. სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა არის ყველა ძირითადი საერთაშორისო დოკუმენტის, მათ შორის გაეროს წესდების ძირითადი პრინციპი და ის აუცილებლად უნდა აღდგეს. ეს დოკუმენტი, რომელიც რუსეთის შემოსევის შედეგად განადგურდა სრულად უნდა აღდგეს და გაზარდოს ორგანიზაციის უნარი, შეაჩეროს და თავიდან აიცილოს აგრესია. უკრაინა გაეროს წევრებს ამ კუთხით მკაფიო წინადადებას გაუკეთებს. ვაშინგტონში დაგეგმილია მოლაპარაკებები აშშ-ის პრეზიდენტთან, კონგრესის, პალატებისა და პარტიების ლიდერებთან და სამხედრო ხელმძღვანელობასთან. მე შევხვდები ამერიკელ ბიზნესმენებს, ჟურნალისტებსა და საზოგადოებას",- წერს ზელენსკი.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)