|
2023-09-18 09:46:16, 924 ნახვა
მსოფლიო
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთში ჩავიდა
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი ოთხდღიანი ვიზიტით რუსეთის ფედერაციას ესტუმრა. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. როგორც გამოცემა იტყობინება, მოსალოდნელია, რომ ვიზიტის ფარგლებში, ორი მხარე ერთმანეთს "ღრმა პოლიტიკურ ნდობას" გამოუცხადებს. "ვანგ ი, რომელიც ხელმძღვანელობს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ასევე, მმართველი "კომუნისტური პარტიის" საგარეო საქმეთა ოფისს, შეხვდება უშიშროების საბჭოს მდივანს, ნიკოლაი პატრუშევს, უსაფრთხოების ყოველწლიურ მოლაპარაკებებზე",- ნათქვამია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. როგორც Reuters-ი რუსეთის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით წერს, ჩინელი დიპლომატის რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან მოლაპარაკებები "საკითხთა ფართო სპექტრს" მოიცავს. არსებობს ვარაუდი, რომ ვან ის რუსეთის ფედერაციაში ვიზიტი საფუძველს ჩაუყრის პრეზიდენტ პუტინის ვიზიტს სახალხო რესპუბლიკაში. 1-ელ სექტემბერს, პუტინმა განაცხადა, რომ ელოდა პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრას, მაგრამ მას არ დაადასტურებია, რომ ჩინეთში გამგზავრებას აპირებს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)