|
2023-09-17 18:19:26, 887 ნახვა
მსოფლიო
ნატოს ხელმძღვანელი: რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ მალე არ დასრულდება
რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ მალე არ დასრულდება. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანულ გამოცემა Welt-თან ინტერვიუში განაცხადა. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ სამხედრო ალიანსის ყველა ქვეყანას სურს მშვიდობა რაც შეიძლება სწრაფად დადგეს, მაგრამ თუ უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, მაშინ ის გაქრება როგორც ქვეყანა. „უნდა ვაღიაროთ, რომ თუ პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი და უკრაინელები შეწყვეტენ ბრძოლას, მათი ქვეყანა აღარ იარსებებს. თუ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და რუსეთი დადებენ იარაღს, ჩვენ გვექნება მშვიდობა“, - ხაზგასმით აღნიშნა სტოლტენბერგმა და აღნიშნა, რომ უკრაინა საბოლოოდ გაწევრიანდება ნატოში. ნატოს ხელმძღვანელმა არაერთხელ განაცხადა, რომ სამხედრო ალიანსის ქვეყნები მხარს დაუჭერენ უკრაინას მანამ, სანამ საჭირო იქნება. მანამდე Financial Times წერდა, რომ დასავლეთის ქვეყნები უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საბრძოლო მასალის ინტენსიურ მიწოდებას მომავალი წლის შუა რიცხვებიდან დაიწყებენ. რუსეთმა ნატოს ქვეყნებს კიევისთვის იარაღის მიწოდების შესახებ ნოტა გაუგზავნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თვლის, რომ დასავლეთი უშუალოდ არის ჩართული უკრაინის მხარეზე ომში, რომელიც აწვდის იარაღს და ამზადებს უკრაინელ სამხედროებს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)