|
2023-09-14 22:16:50, 996 ნახვა
მსოფლიო
ბლინკენი - სანქციებს ვუწესებთ 70-ზე მეტ იურიდიულ და ფიზიკურ პირს... მათ შორის ერთ ქართველ-რუს ოლიგარქს
სახდეპი სანქციებს უწესებს 70-ზე მეტ იურიდიულ და ფიზიკურ პირს... მათ შორის ერთ ქართველ-რუს ოლიგარქს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლილნკენის განცხადებაშია საუბარი. გარდა ამისა, დეპარტამენტი სანქციებს უწესებს იურიდიულ პირებს, რომლებიც აწარმოებენ და არემონტებენ რუსული სამხედრო იარაღის სისტემებს, მათ შორის კალიბრის საკრუიზო რაკეტას, რომელსაც რუსული ძალები იყენებენ ქალაქებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ უკრაინაში. "სახელმწიფო დეპარტამენტი სანქციებს უწესებს 70-ზე მეტ იურიდიულ და ფიზიკურ პირს, რომლებიც მონაწილეობენ რუსეთის ენერგეტიკული წარმოებისა და ექსპორტის შესაძლებლობების გაფართოებაში. სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე უწესებს სანქციებს რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ერთ ოფიცერსა და ერთ ქართველ-რუს ოლიგარქს, რომლებიც FSB-მ გამოიყენა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ ზემოქმედების მოხდენისთვის. გარდა ამისა, დეპარტამენტი სანქციებს უწესებს იურიდიულ პირებს, რომლებიც აწარმოებენ და არემონტებენ რუსული სამხედრო იარაღის სისტემებს, მათ შორის კალიბრის საკრუიზო რაკეტას, რომელსაც რუსული ძალები იყენებენ ქალაქებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ უკრაინაში, და ვაგნერის ჯგუფთან კავშირში მყოფ ინდივიდს, რომელიც მონაწილეობს კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკიდან რუსეთში საბრძოლო მასალის გადაზიდვაში", - წერს ბლინკენი. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა 150-ზე მეტ კომპანიასა და პირს სანქციები დაუწესა. მათ შორისაა, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)