|
2023-09-13 11:04:32, 1105 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის განცხადებით, სევასტოპოლზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა - დაზიანებულია 2 გემი
ანექსირებულ სევასტოპოლზე წუხელ თავდასხმა განხორციელდა. აღნიშნულ ინფორმაციას რუსეთის სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია "რია ნოვოსტი" ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, თავდასხმის შედეგად 2 გემი დაზიანდა. "ღამით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 10 ფრთოსანი რაკეტით დაარტყეს სევასტოპოლში ორჯონიკიძის გემების სარემონტო ქარხანას და 3 უეკიპაჟო კატერით შავი ზღვის ფლოტის გემების რაზმს",- აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. უწყების მტკიცებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ 10 რაკეტიდან 7 ჩამოაგდო და საპატრულო გემმა სამივე საზღვაო დრონი გაანადგურა. ანექსირებული სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორის, მიხაილ რაზვოჟაევის განცხადებით, ქალაქზე თავდასხმის შედეგად 24 ადამიანი დაშავდა. „ადგილზე მუშაობს ყველა ოპერატიული სამსახური, ქალაქში სამოქალაქო ობიექტებს საფრთხე არ ემუქრება“, - აღნიშნა რაზვოჟაევმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)