|
2023-09-07 15:18:55, 831 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის საგარეო - სომეხი ერი საკმარისად გონიერია, რომ არ წამოეგოს ნატოს მცდელობებს, მოაქციოს ქვეყანა ალიანსის გავლენის ქვეშ
სომეხი ერი საკმარისად გონიერია, რომ არ წამოეგოს ნატოს მცდელობებს, მოაქციოს ქვეყანა ალიანსის გავლენის ქვეშ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ გალუზინმა რუსულ სამთავრობო მედია, TASS-თან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ნატოსთან საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით დაახლოებამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმესთვის დადებითი შედეგი მოიტანოს. "ვხედავთ NATO-ს მცდელობებს, მოაქციოს საკუთარი მავნე გავლენის სფეროში არა მარტო უკრაინა, არამედ რუსეთის სხვა მეზობლები, ამ შემთხვევაში - სომხეთი. დარწმუნებული ვარ, სომეხ საზოგადოებას, სომეხ ერს აქვს სრულიად საკმარისი სიბრძნე, წინდახედულობა, თანამედროვე რეალობის ობიექტური გააზრება იმისათვის, რომ არ წამოეგოს NATO-ს მსგავს პროვოკაციულ, ანტირუსულ და ანტისომხურ მცდელობას, მოაქციოს სომხეთი საკუთარი გავლენის სფეროში. დარწმუნებული ვარ, რომ სომეხ ხალხს, სომეხ საზოგადოებას მშვენივრად ესმის ყველაფერი და გამოიტანს სწორ დასკვნებს, რომლებიც შეესაბამება სომხეთის გრძელვადიან უსაფრთხოების ინტერესებს", - განაცხადა გალუზინმა. შეგახსენებთ, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის თქმით, 11-დან 20 სექტემბრამდე სომხეთი და ამერიკის შეერთებული შტატები ერთობლივ სამხედრო წვრთნებს, EAGLE PARTNER 2023-ს ჩაატარებენ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)