|
2023-08-30 10:44:19, 829 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ში რუსეთის საელჩო - ზელენსკის გაკოტრებული რეჟიმისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნა თვალთმაქცობაა
ზელენსკის გაკოტრებული რეჟიმისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნა თვალთმაქცობაა,- ამის შესახებ აშშ-ში რუსეთის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ვაშინგტონი არავითარ შემთხვევაში არ იტყვის უარს უკანასკნელ უკრაინამდე რუსეთთან ბრძოლის კონცეფციაზე. „ზელენსკის გაკოტრებული რეჟიმისთვის მეოთხედი მილიარდი დოლარის ღირებულების HIMARS-ების ჭურვებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების მიწოდება, ასევე მეოთხედი მილიარდი დოლარის ღირებულების სხვა საბრძოლო მასალის მიწოდება თვალთმაქცობის პიკია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ოფიციალური პირები სამხედრო დახმარებას "უკრაინის ხალხისადმი ზრუნვით" ხსნიან. ფაქტობრივად, ვაშინგტონი არავითარ შემთხვევაში არ იტყვის უარს უკანასკნელ უკრაინამდე რუსეთთან ბრძოლის კონცეფციაზე",- აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, აშშ უკრაინას 250 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)