|
2023-08-28 18:32:08, 915 ნახვა
მსოფლიო
მაკრონი - ევროკავშირი შესაძლოა, გარდაიქმნას „სხვადასხვასიჩქარიან“ კავშირად, რათა გაფართოებას გაუმკლავდეს
ევროკავშირი „შესაძლოა“ გარდაიქმნას „სხვადასხვასიჩქარიან“ კავშირად, რადგან ის განიხილავს უკრაინის, მოლდოვისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ინტეგრაციას, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. მაკრონმა აღნიშნა, რომ ევროკავშირს სჭირდება რეფორმა, თუ მას სურს ახალი ქვეყნების ინტეგრირება და კონსენსუსის მიღება 30-ზე მეტ წევრ ქვეყანასთან. „რისკი არის ფიქრი, რომ ჩვენ შეგვიძლია გაფართოება რეფორმების გარეშე. შემიძლია, დავამოწმო, რომ ევროპისთვის რთულია 27 წევრით სენსიტიურ თემებზე წინსვლა. 32 ან 35 წევრით ეს უფრო რთული იქნება. ჩვენ დაგვჭირდება გამბედაობა, რომ მივიღოთ მეტი ინტეგრაცია ზოგიერთ სფეროში და შესაძლოა, სხვადასხვასიჩქარიანი ევროპაც კი“, - განაცხადა მაკრონმა. ცნობისთვის, გამოცემა Politico წერს, რომ, რამდენიმე ფრანგი ოფიციალური პირის თქმით, მაკრონის მთავრობა მუშაობს რამდენიმე წინადადებაზე „სხვადასხვასიჩქარიანი“ ევროპისთვის, რომელიც მოიცავს წევრი ქვეყნების არაფორმალური ჯგუფების შექმნას, რომლებიც იმუშავებენ პოლიტიკის კონკრეტულ სფეროებზე.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)