|
2023-08-25 09:50:43, 860 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი 200 000 აშშ დოლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფულტონის ციხიდან 200 000 აშშ დოლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. CNN-ის ცნობით, ტრამპმა ფულტონის ოლქის ციხეში 20 წუთზე ცოტა მეტი დრო გაატარა, სადაც შესაბამისი პროცედურის გავლის შემდეგ გაათავისუფლეს. გამოცემის ცნობითვე, დონალდ ტრამპს სოციალური მედიის გამოყენება აეკრძალა, რათა ვერ განახორციელოს ზეწოლა საქმეში მის 18 თანაბრალდებულზე ან ნებისმიერ მოწმეზე. გარდა ამისა, დონალდ ტრამპი ციხის ჩანაწერებში აღნიშნულია, როგორც დაკავებული პირი #P01135809. "ძალიან სამწუხარო დღეა ამერიკისთვის, რომელიც აღარ უნდა განმეორდეს… მე არაფერი დამიშავებია. ჩვენ გვაქვს ყველა უფლება, გავაპროტესტოთ არჩევნები, რომელიც არაკეთილსინდისიერად მიგვაჩნია. მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში არაფერი ვიცოდი ბრალდებების შესახებ და ახლა უკვე ოთხჯერ მაქვს ბრალი წაყენებული",- განაცხადა ტრამპმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)