12:47 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-08 17:49:17, 717 ნახვა

პოლიტიკა
ქარუმიძე - საქართველო არ უერთდება განცხადებებს იმ ქვეყნების შესახებ, რომლებსაც არ უღიარებიათ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა

წლებია ვთხოვთ ევროკავშირის ინსტიტუტებს, რომ ფინანსური დახმარების და განვითარების ხელშეწყობის პროგრამებში პირობითობის ცნება ჩაამატონ და იმ ქვეყნებს, რომლებიც აღიარებენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას უარი უთხრან მხარდაჭერაზე, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან ქარუმიძემ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ქარუმიძემ აღნიშნა, ეს მოწოდებები დღესაც უგულებელყოფილია და საქართველოს ინტერესები არ არის გათვალისწინებული. 

"საქართველო არ უერთდება განცხადებებს იმ ქვეყნების შესახებ, რომლებსაც არ უღიარებიათ აფხაზეთის და  ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა, რითიც ცდილობს, მინიმუმამდე დაიყვანოს აღიარების რისკები. თუ კარგად დააკვირდებით სტატისტიკას, რომელიც დღეს განიხილებოდა, ნახავთ, რომ საქართველო არ უერთდება განცხადებებს ისეთ ქვეყნებთან მიმართებით, როგორიცაა გვინეა-ბისაუ, მიანმარი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა და ა.შ.  აქ ვინმეს სჯერა, რომ საქართველოს აქვს რაიმე ფარული ინტერესები ამ ქვეყნებში და ამიტომ არ ვუერთდებით მათ შესახებ განცხადებებს, იმ ფონზე, როდესაც სრულ თანხვედრაში ვართ ევროკავშირის პოლიტიკასთან სირიის, ვენესუელასა და ნიკარაგუას მიმართ? ძალიან მარტივია: ჩვენ არაფერი გვაქვს დასაკარგი ამ ქვეყნებთან, რადგან მათ უკვე აღიარეს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა, ხოლო სხვა ქვეყნებს ჯერ კიდევ შეუძლიათ პასუხის გაცემა.

წლებია ვთხოვთ ევროკავშირის ინსტიტუტებს, რომ ფინანსური დახმარების და განვითარების ხელშეწყობის პროგრამებში პირობითობის ცნება ჩაამატონ და იმ ქვეყნებს, რომლებიც აღიარებენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას უარი უთხრან მხარდაჭერაზე. სამწუხაროდ, დღესაც ეს მოწოდებები უგულებელყოფილია და საქართველოს ინტერესები არ არის გათვალისწინებული. ამიტომაცაა, რომ დღეს სტატისტიკა დაბალია, ხოლო ამ საკითხის მოგვარების შემთხვევაში, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ დაახლოებით 75%-ზე მეტი იქნება ეს მაჩვენებელი“, - განაცხადა ლევან ქარუმიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics