23:23 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-28 21:37:37, 1509 ნახვა

მსოფლიო
ერდოღანმა გაიმარჯვა - თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დათვლილია ხმების 98%-ზე მეტი

თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ხმების წინასწარი დათვლა მიმდინარეობს. ახლა დათვლილია ბიულეტენების 98%-ზე მეტი.

თურქეთის მოქმედმა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიიღო ხმების 52,11%, ხოლო მისმა ოპონენტმა, ოპოზიციის ლიდერმა ქემალ კილიჩდაროღლუმ 47,89% მიიღო სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Anadolu-ს მიერ გამოქვეყნებული ხმების წინასწარი დათვლის შედეგების მიხედვით.

ამასთან, ოპოზიციური ტელეკომპანია Halk-ის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი გაანგარიშების შედეგების მიხედვით, ერდოღანი იღებს მხარდაჭერის 52,01%-ს, ხოლო კილიჩდაროღლუს - 47,99%-ს.

აღსანიშნავია, რომ ხმების 70%-იანი წინასწარი დათვლის შემდეგ ტელეკომპანია Halk TV-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქილიჩდაროღლუ ლიდერობდა.

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კენჭისყრა დასრულებულია - ხმის მიცემა ადგილობრივი დროით 17:00 საათზე შეწყდა და საარჩევნო უბნები დაიხურა. მოქალაქეებმა არჩევანი ორ კანდიდატს - მოქმედ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და 6 ოპოზიციური პარტიის საერთო კანდიდატს, ქემალ ქილიჩდაროღლუს შორის გააკეთეს. 

შეგახსენებთ, თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამართვის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც 14 მაისს გამართულ არჩევნებში პრეზიდენტობის ვერც ერთმა კანდიდატმა ხმების 50%-ზე მეტი ვერ მიიღო.

პირველი ტურის შედეგების მიხედვით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხმების 49,52%, ქემალ ქილიჩდაროღლუმ 44,88%, ხოლო სინან ოღანმა 5.17% მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ მესამე ადგილზე გასულმა სინან ოღანმა რამდენიმე დღის წინ მეორე ტურში მხარდაჭერა მოქმედ პრეზიდენტს გამოუცხადა. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics