10:26 - 21 Aug, 2026
|
2023-01-10 17:44:25, 1705 ნახვა
ომი უკრაინაში
პესკოვი - ბრიუსელი და ვაშინგტონიც უკვე კონფლიქტის არაპირდაპირი მხარე გახდნენ
კრემლმა განაცხადა, რომ აშშ და ნატო ირიბად მონაწილეობენ უკრაინის "კონფლიქტში", რადგან კიევს შეიარაღებითა და აღჭურვილობით ამარაგებენ. როგორც რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ბრიუსელიც და ვაშინგტონიც უკვე "კონფლიქტის" არაპირდაპირი მხარეა. „მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელიც და ვაშინგტონიც ხაზს უსვამენ, რომ ისინი არ აპირებენ კონფლიქტის მხარე გახდნენ, ისინი უკვე გახდნენ ამ კონფლიქტის არაპირდაპირი მხარე, რომლებიც უკრაინას იარაღით, ტექნოლოგიებით და დაზვერვის ინფორმაციით ამარაგებენ“, - განაცხადა პესკოვმა. პესკოვი ამ განცხადებით გამოეხმაურა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის ნიკოლაი პატრუშევის სიტყვებს, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთი ნატო-სთან ერთად იბრძვის უკრაინაში.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)