|
2023-01-10 13:38:40, 2519 ნახვა
ომი უკრაინაში
ოკუპირებულ მარიუპოლში მასობრივი იძულებითი პასპორტირება დაიწყო
ოკუპირებულ მარიუპოლში მასობრივი იძულებითი პასპორტირება დაიწყო. ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრო ანდრიუშჩენკომ განაცხადა . მისი თქმით, პირველი იანვრიდან ყველა მასწავლებლისთვის, ექიმისთვის, პოლიციისა და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისთვის სავალდებულო ხდება რუსული პასპორტის აღება. „1 მარტიდან შეუძლებელი იქნება მარიუპოლის ტერიტორიაზე ბიზნესის კეთება რუსული პასპორტის გარეშე. მოსამართლეები, იურისტები ასევე უნდა იყვნენ აკრედიტებული DPR-ის მიერ. ამავე დროს, ასეთი „კანონი“ არ არსებობს, მაგრამ სიტყვიერად გააფრთხილეს ამის შესახებ“, - განაცხადა ანდრიუშჩენკომ. "სიტუაცია ძალიან ახლოს არის ჰუმანიტარულ კატასტროფასთან. გათბობასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემებია. ცენტრალიზებული გათბობა არ აღდგა ქალაქის უმეტეს ნაწილში. მოსახლეობის მაქსიმუმ 30% არის ჩართული ცენტრალიზებულ გათბობაზე", - განმარტა ანდრიუშჩენკომ. პარალელურად, ოკუპანტები მარიუპოლის საზღვაო პორტს სამხედრო ბაზად აქცევენ. რუსებმა დაიწყეს სამუშაოები ნავმისადგომების ჩვეულებრივ სამოქალაქო და სამხედრო ნავმისადგომებად დაყოფაზე.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)