|
2023-01-09 15:43:18, 1805 ნახვა
ომი უკრაინაში
პესკოვი - იარაღის მიწოდება ვერაფერს შეცვლის, მხოლოდ უკრაინელი ხალხის ტანჯვას გაახანგრძლივებს
საფრანგეთის მიერ კიევისთვის ბორბლიანი ტანკების მიწოდებამ შეიძლება მხოლოდ გაახანგრძლივოს უკრაინელი ხალხის ტანჯვა, მაგრამ არ შეცვლის სიტუაციას სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მისაღწევად, - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. კრემლის სპიკერმა აღნიშნა, რომ კრემლმა იცის, რომ ევროპამ, ნატომ და შეერთებულმა შტატებმა უკვე ათეულობით მილიარდი დოლარი შეიტანეს უკრაინაში იარაღის მიწოდების გზით. „ძირითადად, ეს მიწოდებები ვერაფერს ვერ შეცვლის უკრაინაში. ამ მიწოდებას შეუძლია უკრაინელ ხალხს ტკივილი შემატოს და ტანჯვა გაუხანგრძლივოს, მაგრამ პრინციპში ვერაფერს გადაჭრიან და სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევის პროცესს ვერ შეაფერხებენ, ეს მიწოდება უუნაროა“, - ციტირებს პესკოვს TASS-ი. ამასთან, პესკოვმა აღნიშნა, რომ ერთ დროს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და საფრანგეთის ლიდერს ემანუელ მაკრონს შორის კონტაქტი სასარგებლო იყო - „დიალოგში არის პაუზები, მაგრამ წინა ეტაპზე კონტაქტი იყო სასარგებლო და ძალიან კონსტრუქციული, მიუხედავად ყველა არსებული, მათ შორის ღრმა უთანხმოებისა“. შეგახსენებთ, რომ ელისეის სასახლემ გამოაცხადა გადაწყვეტილება კიევში AMX-10 RC მსუბუქი საბრძოლო ტანკების გაგზავნის შესახებ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)